აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო კარანტინში გადავიდა მას შემდეგ, რაც მას კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევასთან ჰქონდა კონტაქტი. ამის შესახებ ინფორმაციას ვაშინგტონის პრესსამსახური ავრცლებს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა არ დააკონკრეტა ზუსტად ვისთან ჰქონდა პომპეოს შეხება, თუმცა მათი თქმით, სახელმწიფო მდივანს ტესტი ჩაუტარდა, რომელმაც უარყოფითი აჩვენა.
„სახელმწიფო მდივანს კონტაქტი ჰქონდა პირთან, რომელმაც კოვიდზე დადებითი პასუხი მიიღო. ამერიკის დაავადებათა კონტროლის სამმართველოს რეკომენდაციის შესაბამისად, ის კარანტინში გადადის“, - განაცხადეს პრესსამსახურში.
მათივე ინფორმაციით, მაიკ პომპეო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.