კელი დეგნანი: საზღვრის უფრო ეფექტიანად გაკონტროლების მიზნით, აშშ საქართველოს ერთგულად ეხმარება

აშშ ერთგულად ეხმარება საქართველოს იმ სისტემის მოდერნიზაციასა და გაუმჯობესებაში, რომლის მეშვეობითან ხდება ქვეყნის საზღვარზე ტვირთისა და საქონლის ბრუნვის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, განაცხადა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა და დაამატა, რომ შედეგად საზღვარი უფრო ეფექტიანად გაკონტროლდება და ქვეყნისთვის მეტ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას მოიტანს. ინფორმაციას ამერიკის საელჩო Facebook გვერდზე ავრცელებს.

„საბაჟოს საერთაშორისო დღეს ამაზე უკეთ ვერ აღვნიშნავდით. გუშინ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ადასტურებს ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციისადმი.

აშშ ერთგულად ეხმარება საქართველოს იმ სისტემის მოდერნიზაციასა და გაუმჯობესებაში, რომლის მეშვეობითან ხდება ქვეყნის საზღვარზე ტვირთისა და საქონლის ბრუნვის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და გაზიარება. შედეგად საზღვარი უფრო ეფექტიანად გაკონტროლდება და ქვეყნისთვის მეტ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას მოიტან“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.