"საბედნიეროდ, Covid-19-ით ხელახლა დაინფიცირების მასიური შემთხვევები არ გვაქვს" - აღნიშნა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა გადაცემაში "ჯანმრთელობის ფორმულა გისმენთ"
"ჯერჯერობით პანდემია ერთი წლის არის და შესაბამისად, გამოცდილებაც გვაქვს ერთწლიანი. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში, უკიდურეს იშვიათობას წარმოადგენს რეინფექცია, ანუ კოვიდ-19-ით თავიდან ინფიცირება. მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ათეული შემთხვევა არის აღწერილი.
ზოგადად ანტისხეულები ძალიან დიდხანს არ მიჰყვება ადამიანს, შეიძლება მხოლოდ 3 თვე, ან 6 თვე გაჰყვეს, მაგრამ ამოსავალი წერტილი ეს არ არის, იმუნიტეტის კიდევ სხვა მექანიზმი არსებობს. საბედნიეროდ, ხელახლა დაინფიცირების მასიური შემთხვევები არ გვაქვს და ხელახლა ინფიცირება არის ძალიან იშვიათი'. - განაცხადა მაია ბრუწაშვილმა.