NDI-ს 27 იანვარს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა პოლიტიკურად კვლავ გადაუწყვეტელია. ორგანიზაციის განცხადებით, პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. მხოლოდ 42%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია.
კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 41% პასუხობს - არცერთი; „ქართული ოცნება“ – 24%; „ნაციონალური მოძრაობა“ - 9%