ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი (ECDC) ვაქცინის გამაძლიერებელი დოზით აცრის შემთხვევაში, ევროპაში კოვიდჰოსპიტალიზაციის შემთხვევების 800 000-ით შემცირებას ვარაუდობს.
ამ ინფორმაციას ცენტრი მის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ევროკავშირის 27 ქვეყანას მოიცავს.
Reuters-ის ცნობით, ამჟამად ევროკავშირის მოსახლეობის (450 მლნ) დაახლოებით 70% სრულად არის აცრილი, მოსახლეობის ნახევარმა კი ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა უკვე მიიღო.
ამასთან, გამაძლიერებელი დოზა „ომიკრონით“ ინფიცირებულ 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს სიკვდილისგან 95%-ით იცავს. ამას ბრიტანეთის მაგალითი აჩვენებს.