"კოვიდგადატანილობა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჯავშანჟილეტი გვაცვია და არაფერი მოგვეკარება", - განაცხადა ექიმმა დავით ლოლაძემ გადაცემაში "ჯანმრთელობის ფორმულა გისმენთ".
ამავე გადაცემაში ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა აღნიშნა, რომ covid-ის გადატანის შემდეგ უსაფრთხოების ზომების დაცვა მნიშვნელოვანია.
"მიუხედავად იმისა, რომ covid-19-ით განმეორებით ინფიცირების შემთხვევები არის უკიდურესად იშვიათი, ეს უფლებას არ გვაძლევს, რომ covid-ის გადატანის შემდეგ სიფრთხილის ზომები აღარ დავიცვათ. ისევე რჩება სიფრთხილის ზომები - ნიღაბი, დისტანცია, ხელის ჰიგიენა - ძალაში, როგორც მანამდე" - აღნიშნა ბუწაშვილმა.