ნიდერლანდების მთავრობა საგანგებო გეგმაზე მუშაობს, რადგან უკრაინის კრიზისი გაზის მიწოდებას საფრთხეს უქმნის - Reuters-ი

ნიდერლანდების მთავრობა ცდილობს, შეიმუშაოს საგანგებო გეგმა, რათა დაიცვას კრიტიკული ენერგორესურსები რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის ესკალაციის შემთხვევაში, რამაც  შესაძლოა, დეფიციტი შექმნას გამოიწვევს, ამის შესახებ Reuters-ი იყტყობინება. ნიდერლანდები, რომელიც დიდწილად იყენებს გაზს გათბობისთვის, ელექტროენერგიისა და სამრეწველო წარმოებისთვის, ბუნებრივი აირის დაახლოებით 15%-ს რუსეთიდან, დანარჩენს კი ნორვეგიიდან იღებს.


გაზის მიწოდების გეგმა პირველად 2019 წელს შემუშავდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდა გაზის ექსპორტს, წმინდა იმპორტიორი გახდა.

ევროპა შიშობს, რომ უკრაინის ირგვლივ ესკალაციამ შეიძლება, გაზის მიწოდების შეფერხება გამოიწვიოს. მთავრობის წარმომადგენლებმა ნიდერლანდების პარლამენტს გასულ კვირას განუცხადეს, რომ მარაგი საკმარისი იქნება ზამთრის გამოყენებისთვის, მაგრამ არა გრძელვადიანი დეფიციტის დროს.

ნიდერლანდებში, ენერგიის თითქმის 40%-ის წარმოქმნა გაზზეა დამოკიდებული. 2020 წელს 45% გადავიდა ელექტროენერგიის გამომუშავებაზე, 28% შენობებისა და სახლების გათბობას, ხოლო 21% მრეწველობას ხმარდება.