Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 7 997-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 695 237 აცრა გაკეთდა.
ამასთან, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 127 234 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 986 928, გარდაიცვალა 14 870 პაციენტი.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა.