შვედეთში ქვეყნის ჩაკეტვისკენ მოწოდებები იზრდება მაშინ, როდესაც ქვეყანამ პანდემიასთან გამკლავების ყველასგან განსხვავებული გზა აირჩია. წერს The Hill.
ქვეყნის მაღალჩინოსნები, ამ ეტაპზე ჩაკეტვის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ. რეგიონული ჯანდაცვის დირექტორის, ბიორნ ერიკსენის თქმით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებები შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ.
სკანდინავიის ქვეყანამ, წლის დასაწყისში პანდემიასთან გამკლავების ალტერნატიულ გზას მიმართა, ქვეყნის მასშტაბით თითქმის არც ერთი ბიზნესი ან სასწავლო დაწესებულება არ დახურულა. მათ შორის მუშაობდა სკოლებიც მხოლოდ 16 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის. შვედეთის პრემიერის, სტეფან ლოფვენის განცხადებით, ექსპერტებმა ვირუსის მეორე ტალღა სათანადოდ ვერ შეაფასეს.
ორშაბათს, ოფიციალურმა პირებმა გაგზავნეს შეტყობინებები, რომლითაც გააფრთხილეს მოსახლეობა, რომ საშობაოდ არ შეიკრიბონ.