"თუ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის სურს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბარი, მოსკოვი მზად არის", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ ზელენსკის დონბასის საკითხის განხილვა სურს, საკონტაქტო ჯგუფს უნდა ესაუბროს.
„თუ ზელენსკის სურს განიხილოს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაცია, ჩვენ მზად ვართ. დაე, ჩამოვიდეს მოსკოვში, სოჭში ან პეტერბურგში.როდესაც ის ამბობს, რომ მათ არ დაელაპარაკება, ეს ცუდია შიდა უკრაინული კრიზისისთვის,“ - აღნიშნა ლავროვმა.