29 ნოემბერს შვეიცარიაში საერთო - ეროვნული რეფერენდუმი გაიმართება, რომელიც ქვეყნის შიგნით წარმოებული იარაღის ექსპორტის წესებს ეხება.
Bloomberg-ის ცნობით, ამომრჩევლებმა უნდა გადაწყვიტონ, ექნებათ თუ არა შვეიცარიული წარმოების იარაღის მყიდველ ქვეყნებს უფლება, განახორციელონ მისი რეექსპორტი ბერნის ნებართვის გარეშე.
გარდა ამისა, კენჭისყრის საგანი იქნება საკითხი, უნდა ჰქონდეს თუ არა შვეიცარიას უფლება, იარაღი გაიტანოს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და სხვა ქვეყნებში.
შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ მანამდე მხარი დაუჭირა პარლამენტის მიერ შემოთავაზებულ ინიციატივას ექსპორტის წესების შემსუბუქების შესახებ.
უახლესი გამოკითხვების თანახმად, რესპონდენტთა 49% მხარს უჭერს შეზღუდვების შემსუბუქებას, ხოლო 46% ამ ნაბიჯის წინააღმდეგია.