გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 31 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 2981 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2001 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1953 პირი ემსხვერპლა.