ყაზახეთის პრეზიდენტმა მმართველი პარტიის ლიდერის თანამდებობაზე ნურსულთან ნაზარბაევი შეცვალა

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, თავისი წინამორბედი, ნურსულთან ნაზარბაევი შეცვალა მმართველი პარტიის, „ნურ-ოთანის", თავმჯდომარის თანამდებობაზე.

პრეზიდენტის პრესსამსახურის თანახმად, ეს გადაწყვეტილება მიიღეს პარტიის ყრილობაზე 28 იანვარს, ნაზარბაევის მითითებით.

რადიო თავისუფლების ცნობით, პარტიის ყრილობა გაიმართა ზოგიერთი წევრის პროტესტის ფონზე. მათ დატოვეს პარტია, რადგან მათი აზრით, პარტიამ „ვერ შეძლო“ სისხლისღვრის თავიდან აცილება ანტისამთავრობო გამოსვლების დროს.

ამავე თემაზე:

პრეზიდენტმა თოყაევმა გაიმარჯვა, თუმცა ის რუსეთის წინაშე ვალშია - პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ჯენიფერ ბრიკი

მნიშვნელოვანია, რეგიონმა სათანადოდ შეაფასოს სიტუაცია და მიიღოს საჭირო გაკვეთილები - უზბეკი ექსპერტი ყაზახეთის მოვლენებზე