Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 8 310-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 704 957 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 145 508 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 995 328, გარდაიცვალა 14 911 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა.