გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ყველა ქვეყანას პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს ოლიმპიური ზავის დაცვისკენ მოუწოდა.
მისივე თქმით, კონფლიქტებისა და დაძაბულობის გავრცელების ფონზე ოლიმპიური ზავი „უთანხმოებების გადალახვისა და მყარი მშვიდობის დამყარების შანსს წარმოადგენს“.
ცნობისთვის, ზამთრის ოლიმპიური თამაშები პეკინში 4-20 თებერვალს გაიმართება.