ტოკიოს ერთ-ერთ უძველეს კინოთეატრ „Iwanami Hall“-ში დღეს ქართული ფილმების ფესტივალი გაიხსნა

საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ტოკიოს ერთ-ერთ უძველეს კინოთეატრ „Iwanami Hall“-ში დღეს ქართული ფილმების ფესტივალი გაიხსნა.

ამასთან, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ.

ლეჟავამ მიმოიხილა საქართველოსა და იაპონიას შორის წარმატებული ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის და კულტურის სფეროებში.

ელჩმა ასევე, ისაუბრა საქართველოს უძველეს კულტურასა და მის უნიკალურობაზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ქართული ხელოვნების მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე.