საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის სრული სოლიდარობა უკრაინის მიმართ. ემანუელ მაკრონი და ვლადიმირ ზელენსკი შეთანხმდნენ, გააგრძელონ მოქმედება დაძაბულობის დეესკალაციისთვის ნორმანდიულ ფორმატში, რომ მინსკის 2015 წლის შეთანხმების პირობები განხორციელდეს.
მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბრისას გამოხატა.