"ძალიან პოზიტიურია, რომ ოპოზიცია და მმართველი პარტია აწარმოებდნენ მოლაპარაკებას რეზოლუციის ტექსტზე, საჭიროა ძლიერი გზავნილი, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას", – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ არის ძალზედ დაძაბული დრო და მნიშვნელოვანი მომენტი ყველა ქვეყნისთვის.
„ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ყველა ქვეყნისთვის. ეს არის დრო, როდესაც ჩვენ ვდგავართ ერთად და ვგზავნით მკაფიო შეტყობინებას რუსეთის მისამართით, რომ ჩვენ დავიცავთ ევროპული უსაფრთხოების პრინციპებს, რომელმაც შეინარჩუნა ევროპის სტაბილურობა 30 წელზე მეტი ხნის განმვლობაში. გზავნილი საქართველოდან, უკრაინიდან, NATO-ს მოკავშირეებისგან და აშშ-ისგან საკმაოდ ნათელი იყო, რომ ჩვენ ვდგავართ ერთად და წინააღმდეგობას გავუწევთ იმ კრიზისს, რომლის შექმნასაც რუსეთი ცდილობს. ცხადია, ამ კრიზისს რუსეთი ქმნის. ეს არის ძალისხმევა, რომ შეიცვალოს 30-წლიანი სტაბილურობა და კეთილდღეობა ძალის გამოყენების მუქარით", - განაცხადა კელი დეგნანმა.