საქართველოში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა. სულ 201 368 შემთხვევაა აღრიცხული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 169 282 შეადგენს. გარდაიცვალა 1 953.
კარანტინის რეჟიმშია 969 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6710 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში - 2734 ადამიანი იმყოფება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებული პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.