„თუ რუსეთი გაიმეორებს იმას, რაც უკვე გააკეთა საქართველოსთან 2008 წელს და უკრაინასთან 2014 წელს, მაშინ ამას მთელი ალიანსი უპასუხებს, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, თუ NATO-ს ქვეყანა დაზარალდება, მე-5 მუხლი ამოქმედდება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, მიზეზები, რის გამოც NATO-მ განათავსა სამხედრო ძალები ალიანსის აღმოსავლეთში, არის ის, რომ, რუსეთი კვლავ თუ შეიჭრება უკრაინაში, მათგან აღმოსავლეთით, NAT0 კიდევ უფრო მეტ ძალებს განათავსებს. იენს სტოლტენბერგის განაცხადებით, NATO უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნას არ გეგმავს, მაგრამ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს დიდი ეკონომიკური საფასურის გადახდა მოუწევს.
სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი მზად არის, მოუსმინოს რუსეთის შეშფოთებებს და გამართოს სერიოზული მოლაპარაკებები NATO-სა და რუსეთის ინტერესებში შემავალ საკითხებზე.