ამერიკულ კინოფესტივალ Sundance-ზე ფილმმა „ნავალნი“ მაყურებელთა სიმპათიის პრიზი მოიპოვა და ასევე მიენიჭა ფესტივალის ფავორიტი ფილმის ჯილდო.
დოკუმენტური ფილმის მსოფლიო პრემიერა Sundance-ზე 25 იანვარს, ვირტუალურ ფორმატში, დოკუმენტური ფილმების კონკურსის სექციაში შედგა.
ფილმი რუსი ოპოზიციის ლიდერის მოწამვლასთან დაკავშირებულ მოვლენებზეა.
ფილმის რეჟისორია კანადელი კინოდოკუმენტალისტი დენიელ როჰერი. ერთ-ერთი პროდიუსერი კი ნავალნის გუნდის წევრი მარია პევჩიხი. ფილმი წარმოებულია HBO Max-ისა და CNN Films-ის მიერ.
რეჟისორმა აღწერა ფილმი, როგორც „ერთი ადამიანის ისტორია და მისი ბრძოლა ავტორიტარულ რეჟიმთან“. გადაღებები დაიწყო ნავალნის კომიდან გამოსვლის შემდეგ და გაგრძელდა 2021 წლის იანვარში, მის დაპატიმრებამდე. ფილმის მთავარი გმირის თქმით, გადამღები ჯგუფი აეროპორტის სასაზღვრო კონტროლის დროსაც კი მის გვერდით იყო.