„პირბადის ტარება ქვეყანაში გაზრდილია დაახლოებით 65%-მდე, თუმცა ჩვენი მიზანია - 90-95%“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
„ერთ-ერთი მიღწევა, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, როგორც გარდამავალი შედეგი, პირბადის ტარება ქვეყანაში გაზრდილია დაახლოებით 65%-მდე, თუმცა ესეც არ არის საკმარისი, ჩვენი მიზანია ეს პროცენტული მაჩვენებელი გახდეს 90-95%. ეს ის მონაცემებია, როდესაც ჩვენ უკვე შეგვეძლება ეკონომიკის თამამად გახსნა. ყველამ უნდა ვიზრუნოთ პირველ რიგში ჩვენს ხანდაზმულებზე, მოხუცებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე ჩვენს მოქალაქეებზე“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.