საქართველოში კორონავირუსი 17 265 ადამიანს დაუდასტურდა, 34 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 17 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 947 ადამიანი, გარდაიცვალა 34 კოვიდპაციენტი. ლაბორატორიულად დადასტურდა „ომიკრონის“ 1 689 შემთხვევა. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 23.24%. ბოლო 14 დღის - 20.01%, დღიური - 24.95%.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 162 773 შემთხვევაა აღრიცხული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 001 275, გარდაიცვალა 14 945 პაციენტი. ყველაზე მეტი ინფიცირებული თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა.

17 265 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 8 980, აჭარა - 1 913, იმერეთი - 2 247, ქვემო ქართლი - 870, შიდა ქართლი - 679, გურია - 264, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 944, კახეთი - 657, მცხეთა-მთიანეთი - 408, სამცხე-ჯავახეთი - 266, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.

1007 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 272 კოვიდინფიცირებული იმყოფება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.