საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 42.4%, ბუსტერ დოზით აცრილია 155 915 ადამიანი

29 იანვარს საქართველოში კოვიდვაქცინით 5 156 ადამიანი აიცრა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

30 იანვრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 710 914 აცრა. მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 333 296, მოსახლეობის 46.4%.

სრულად ვაქცინირებულია 1 219 428 ადამიანი, მოსახლეობის 42.4%. ბუსტერ დოზით აცრილია - 155 915. 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 3 898 (2.20%), სრულად აცრილია -2 737 (1.54%). 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 12 424 (15.32%), სრულად აცრილია - 10 840 (13,37%).

საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.

ინფორმაციისთვის: ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge; ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს.