ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში მსოფლიოს მეორე ჩოგანი, რუსი დანიილ მედვედევი ხუთ სეტში, ანგარიშით 2:6, 6:7,6:4, 6:4, 7:5 დაამარცხა. მატჩი დაძაბული გამოდგა და 5 საათისა და 25 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
„ეჭვგარეშეა, რომ ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დღე იყო. მხარდაჭერა, რომელიც მივიღე ამ ტურნირის დროს, უბრალოდ დარჩება ჩემს გულში, მთელი ცხოვრების განმავლობაში“, - თქვა ნადალმა მთავარი ტიტულის მოგების შემდეგ.
35 წლის ნადალმა პრესტიჟული ტურნირი მეორედ მოიგო.