გიორგი ბერიაშვილმა პორტუგალიის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

გიორგი ბერიაშვილმა (-100კგ) პორტუგალიის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს. ბერიაშვილმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში იპონით იმარჯვა. პორტუგალიის გრან პრი 28-30 იანვარს ტარდება.

საქართველოს ნაკრები შემადგენლობაში არიან:
-66კგ - თენგო ზირაქაშვილი, საბა კაპანაძე,
-73კგ - გიორგი ტერაშვილი,
-81კგ - დიმიტრი გოჩილაიძე, გიორგი შერაზადიშვილი,
-90კგ - იმედა გოგოლაძე,
-100კგ - გიორგი ბერიაშვილი, ომარ საური.