თენგიზ ცერცვაძე: „ომიკრონი“ ჩვეულებრივი გრიპი არ არის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ „ომიკრონი“არ არის ჩვეულებრივი გრიპი და თავისი სიმძიმით, გრიპზე სულ ცოტა 10-ჯერ მეტ სიკვდილიანობას იწვევს, 

„არსებობს მოსაზრება, რომ „ომიკრონი“ უფრო იოლად მიმდინარეობს და ნაკლებ ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს, ეს მხოლოდ ნაწილობრივ არის მართალი. ის მართლაც იწვევს ნაკლებად მძიმე დაავადებას, მაგრამ არა იმდენად, როგორც ჰგონიათ, ეს არ არის ჩვეულებრივი გრიპი თავისი სიმძიმით, გრიპზე სულ ცოტა 10-ჯერ მეტ სიკვდილობას იწვევს. იმის ხარჯზე, რომ შემთხვევები 3-5-ჯერ მეტია, ვიდრე „დელტას“ დროს იყო, ჯამურად ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილი მაინც მეტი გამოდის“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი შეფასებით, საქართველოში იყო პერიოდი, როდესაც ქვეყანა სიკვდილიანობით პირველ ადგილზე ან პირველ ხუთეულში იყო, მაგრამ ახლა ასე არ არის; „ომიკრონის“ ხარჯზე სხვაგან მეტად გაიზარდა სიკვდილიანობა, ჩვენთან პირიქით, განახევრდა“; შემთხვევების მატება მას შემდეგ დაიწყო, რაც ყველას გაკონტროლების შესაძლებლობა აღარ იყო.

„როდესაც ჩვენთან პანდემიამ გადალახა რაღაც ზღვარი, რომელიც უკვე აღემატებოდა ჩვენი ეპიდემიოლოგიური რესურსის შესაძლებლობას, რომ ყველა გაეკონტროლებინათ, მერე წავიდა უკონტროლო მატება“.

„ნუ ჩავთვლით, რომ შემთხვევათა რაოდენობის მატება მიუთითებს საქართველოში რაიმეს შედარებით ცუდად კეთებაზე, რამეთუ საქართველოზე განვითარებულ ქვეყანას უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ  „პალიტრანიუსის“ ეთერში.