საქართველოში კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 503, 35 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა. თბილისში გამოვლენილია 7 078 შემთხვევა, აჭარა - 1 734, იმერეთი - 1 740, ქვემო ქართლი - 661, შიდა ქართლი - 554, გურია - 119, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 640, კახეთი - 206, მცხეთა-მთიანეთი - 136, სამცხე-ჯავახეთი - 268, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 175 923 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 009 778, გარდაიცვალა 14 980 პაციენტი. 1 034 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის თბილისში - 400, აჭარაში - 138, იმერეთში - 321. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 268 ადამიანი. მათგან თბილისში - 149, აჭარაში - 46, იმერეთში - 24. 2 000 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 136 - თბილისში, 604 - აჭარაში. 143 706 ადამიანი ბინაზე მკურნალობს. 30 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.82%, ბოლო 14 დღის - 20,75% ხოლო 7 დღის - 23,80%.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.