პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა კორონავირუსით დეპუტატების ინფიცირების გამო გადაიდო.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, კვორუმი ვერ შედგა და ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება კომიტეტის სხდომა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის (ბადრი ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი და ელენე ხოშტარია) უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი უნდა განეხილა და საკუთარი დასკვნა პარლამენტისთვის წარედგინა.