საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 42.5%

31 იანვრის მონაცემებით, საქართველოში მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 333 606 ადამიანი, მოსახლეობის - 46.4%. სრულად ვაქცინირებულია 1 219 721, მოსახლეობის - 42.5%. ბუსტერ დოზით აცრილია 157 283 ადამიანი.

12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 3 905 (2.20%) სრულად აცრილია -2 744 (1.55%). 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 12 426 (15.32%) სრულად აცრილია - 10 847 (13,38%).

30 იანვარს 1 665 ადამიანი აიცრა.

ინფორმაციისთვის, ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge

ასევე შესაძლებელია, რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 35 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა. საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.