COVID19: დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში 28.82%-ს შეადგენს

საქართველოში კორონავირუსზე ამ დროისთვის 151 139 ადამიანი მკურნალობს. 1 034 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის თბილისში - 400, აჭარაში - 138, იმერეთში - 321. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 268 ადამიანი. მათგან თბილისში - 149, აჭარაში - 46, იმერეთში - 24. 2 000 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 136 - თბილისში, 604 - აჭარაში. 143 706 ადამიანი ბინაზე მკურნალობს. 30 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.82%, ბოლო 14 დღის - 20,75% ხოლო 7 დღის - 23,80%.

საქართველოში სულ კორონავირუსის 1 175 923 შემთხვევა აღირიცხა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 009 778, გარდაიცვალა 14 980 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. 30 იანვარს 1 665 ადამიანი აიცრა.