რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას პარტიის წევრი გახდა

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია „საქართველოსთვის" წევრი ნოდარ შეროზია გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, მის კანდიდატურას, პარტიის 3 წევრის გარდა, ხმა „ნაციონალური მოძრაობის" 15-მა დეპუტატმაც მისცა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და არც საკუთარი კანდიდატურა დაასახელა „ქართულმა ოცნებამ“. ამიტომ, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, მხოლოდ ერთი კანდიდატი იყო წარმოდგენილი.