აშშ-ის საელჩო სიამაყით დაეხმარა საქართველოს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბებას და აქტიურად განაგრძობს მისი განვითარების მხარდაჭერას ტრენინგებით, წვრთნებით, აღჭურვილობითა და რეგიონული პარტნიორების ჩართულობით.
ამერიკის საელჩოს ცნობით, ეს ცენტრი საქართველოს საზღვაო სივრცისა და შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია.
„გასულ კვირას ელჩი კელი დეგნანი მართვის ცენტრს ეწვია და სასაზღვრო პოლიციის უფროს ნიკოლოზ შარაძესა და მართვის ცენტრის უფროს შოთა მიროტაძეს თანამშრომლობის გაგრძელებაზე ესაუბრა“, - იტყობინება აშშ-ის საელჩო.