ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და სათანადო მკურნალობასთან დაკავშირებით ექსპერტების რჩევების სრულად შესრულებას ძალიან მნიშვნელოვნად და მიიჩნევს.
„ჩვენ მოვლენებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მე ვიცი, რომ ის რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა მედიკოსების ჯგუფმა მოინახულა. ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთვის ფუნდამენტურია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და სათანადო მკურნალობასთან დაკავშირებით ექსპერტების რჩევები სრულად შესრულდეს“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
ცნობისთვის, ორგანიზაცია ,,მიშას სექტორის” წევრების განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან დარჩენას იქამდე გეგმავენ, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტთან რუსთავის ციხეში მის პირად ექიმს არ შეუშვებენ.
მათივე ცნობით, აქცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, ყოველდღე 15:00 საათზე გაიმართება.