პრემიერს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსის “ომიკრონი” შტამი დაუდასტურდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ღარიბაშვილი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

პრემიერ-მინისტრი სრულად ვაქცინირებულია. მას კორონავირუსი გეგმური ტესტირების ფარგლებში დაუდასტურდა.