დღეიდან ყველა ოჯახის ექიმს შეუძლია, კოვიდპაციენტი ბინაზე მართოს

დღეიდან კოვიდპაციენტებს ოჯახის ექიმები ბინაზე მართავენ. ამისთვის ოჯახის ექიმები გადამზადდნენ. 

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ეს ცვლილება შეამსუბუქებს თითოეული ოჯახის ექიმის დატვირთვას. ცვლილება ხელსაყრელი იქნება პაციენტებისთვისაც, რომლებიც რჩევებს მათთვის ნაცნობი ექიმებისგან მიიღებენ.

„დღეიდან ამოქმდედება მოდელი, რომელიც ითვალისწინებს ოჯახის ექიმიმთან რეგისტრირებული პაციენტების მართვას, თავისივე ოჯახის ექიმის მიერ. აქამდეც, ოჯახის ექიმები მართავდნენ პაციენტებს ბინაზე, თუმცა ნოემბერი-დეკემბერი დავუთმეთ იმას, რომ ყველა ოჯახის ექიმი გადამზადდა კოვიდის ბინაზე მართვის საკითხებში და უკვე მათ შეუძლიათ თავადვე მართონ თავინთი პაციენტი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.