ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში წარმოებული პირბადეები ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.
ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციის ბრიფინგზე ისაუბრა.
„ ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ სრულიად უსაფრთხოდ გამოიყენონ ის პირბადეები, რომელიც წარმოდგენილია დღესდღეობით ბაზარზე. მეც ქართულ პირბადეს ვიყენებ და ვარ დაცული.“ ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ის სტანდარტები, რომლებიც ნებისმიერმა სამედიცინო ბიზნესსექტორის წარმომადგენელმა უნდა დაიცვას", - აღნიშნა ტიკარაძემ.
ბრიფინგზე ასევე მინისტრა ხარისხის კონტროლზეც გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამოწმებს პირბადის ბაზარზე შემოსვლამდე და მხოლოდ ამის შემდგომ იძლევა სამინისტრო გაყიდვის უფლებას.