საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 10 732 ადამიანი
გუშინ საქართველოში 85 191 ტესტი ჩატარდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 200 124 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 020 510, გარდაიცვალა 15 016 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 11 800 შემთხვევა, აჭარა - 2 204, იმერეთი - 3 134, ქვემო ქართლი - 1 199, შიდა ქართლი - 1 461, გურია - 473, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 628, კახეთი - 1 059, მცხეთა-მთიანეთი - 683, სამცხე-ჯავახეთი - 471, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 89.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 200 124 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 020 510, გარდაიცვალა 15 016 პაციენტი.
ამ ეტაპზე 1 048 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 263 პირი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28,41%, ბოლო 14 დღის - 21,96% ხოლო 7 დღის - 24,96%.