უკრაინამ ისტორიაში პირველად დაიწყო უნგრეთიდან გაზის იმპორტი უნგრულ FGSZ-თან დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში. მანამდე ორ ქვეყანას შორის გაზის გადაცემის სისტემა მხოლოდ ერთი მიმართულებით მუშაობდა - უკრაინიდან უნგრეთამდე.
უნგრული მიმართულება უკრაინაში გაზის მიწოდების მეორე გარანტირებული მარშრუტი გახდა სლოვაკეთის შემდეგ, ტრანზიტის არარსებობის შემთხვევაშიც კი. ამ მიმართულების გახსნამ საშუალება მისცა ტრეიდერებს, უზრუნველყონ LNG-ის მიწოდება უკრაინაში ხორვატიის ტერმინალიდან.
მხარეებს შორის შეთანხმება ყოველდღიურად უნგრეთიდან უკრაინაში 8 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. სლოვაკეთიდან ხელმისაწვდომ დღიურ სიმძლავრესთან ერთად (27 მილიონი კუბური მეტრი), გაზის მთლიანი გარანტირებული სიმძლავრე უკრაინაში დღეში 35 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. ხელშეკრულება ძალაში იქნება 2022 წლის 30 სექტემბრამდე.
რუსეთიდან გაზის ტრანზიტის შემცირების ფონზე, უკრაინის GTS ოპერატორი თავის ევროპელ პარტნიორებთან მუშაობას განაგრძბს, რათა გააუმჯობესოს მარშრუტების შესაძლებლობები უკრაინაში თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის.