გაერთიანებულ სამეფოში შესვლის წესები იცვლება

11 თებერვლიდან გაერთიანებულ სამეფოში შესვლის წესები იცვლება. სრულად ვაქცინირებულებისთვის უქმდება გამგზავრებისას კოვიდტესტირების მოთხოვნა, საჭირო იქნება მხოლოდ მგზავრის ფორმა ლოკატორის შევსება (PLF).

არავაქცინირებულებისთვის საჭიროა გამგზავრებამდე და შემდეგ გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლიდან არაუგვიანეს მე-2 დღის ბოლომდე PCR ტესტის ჩატარება. ინგლისში 12-15 წლის ასაკის პირებს 3 თებერვლიდან შეეძლებათ ვაქცინაციის სტატუსი ან წინასწარი ინფექციის შესახებ ინფორმაცია შეამოწმონ ციფრული NHS COVID Pass-ის მეშვეობით.

საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის წესების ცვლილება განპირობებულია ვაქცინაციის ბუსტერ პროგრამით.