თამარ გაბუნია: „მწვანე პასპორტის“ ტექნიკური საფუძველი, გარკვეულწილად „ომიკრონთან“ დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინებით შესუსტდა

„მწვანე პასპორტის“ ტექნიკური საფუძველი, გარკვეულწილად „ომიკრონთან“ დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინებით შესუსტდა, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ინფექციის გადატანის სტატუსი, რეინფიცირება მაღალია „ომიკრონის“ პირობებში, ამდენად ეს არ იცავს და არ არის გარანტია იმისთვის, რომ პირი იქნება უსაფრთხო იმ გარემოში, სადაც „მწვანე პასპორტი“ გამოიყენება.

„ვაქცინაციის შემთხვევაშიც, ვიცით, რომ ვაქცინაცია არის გარკვეულწილად დაცვა, მაგრამ ეს არ არის სრული დაცვა ინფიცირებისგან. დაცვა არის ჰორპიტალიზაციისგან და გართულებებისგან. „ომიკრონის“ შემთხვევაშიც ეს არის მნიშვნელოვანი.

ამდენად აქ ყველაზე ძლიერი ფაქტორი გამოდის ყოველდღიური PCR-ტესტირება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ამდენად, ამ ფაქტორების გათვალსწინებით, ჩაითვალა, რომ სავალდებულო მოთხოვნა მოიხსნას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაწესებული რეგულაციები ან ვაქცინაციის კამპანია შესუსტდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება.