ემანუელ მაკრონს Covid-19 დაუდასტურდა

საფრანგეთის საპრეზიდენტო სასახლემ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი მიიღო. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მაკრონის იზოლაციაში გადასვლა დაადასტურა.

პრემიერის თქმით, პრეზიდენტი მუშაობასა და მოვალეობის შესრულებას დისტანციურად განაგრძობს.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონისა და ბრაზილიის პრეზიდენტის, ჯაირ ბოლსონაროს შემდეგ, მაკრონი ბოლო მსოფლიო ლიდერია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.