საპატრიარქო გლდანში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„დიდია ჩვენი მწუხარება გლდანში ახლახანს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი ოჯახი, - მშობლები და სამი მცირეწლოვანი შვილი შეიწირა. აღვავლენთ ლოცვებს ირაკლის, რუსუდანის, დავითის, მარიამისა და დარეჯანისთვის, რათა უფალმან სავანესა მართლათასა დააწესოს მათი უკვდავი სული. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი", - ნათქვამია პატრიარქის წერილში.