ჯანმოს დირექტორი: კორონავირუსზე გამარჯვების გამოცხადება ნაადრევია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი კორონავირუსზე გამარჯვების გამოცხადებას ნაადრევად მიიჩნევს.

გებრეისუსი შეშფოთებულია გავრცელებული მოსაზრებებით, რომ „ომიკრონის“ მაღალი გადაცემისა და დაბალი სიმძიმის გამო, ვირუსის გადაცემის პრევენცია აღარ არის საჭირო. ჯანმო თვლის, რომ მეტი გადაცემა მეტ სიკვდილს ნიშნავს.

„ეს ვირუსი განაგრძობს განვითარებას, რის გამოც ჩვენ მოვუწოდებთ ქვეყნებს, მიმართონ ტესტირებას, მონიტორინგს და სეკვენირებას“, - განაცხადა გებრეისუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.