დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი და მოკავშირეები მზად არიან, დაწესონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ "იმ მომენტში, როდესაც გადაკვეთს უკრაინის ტერიტორიას“.
მისი თქმით, „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა უკან დაიხიოს და დიპლომატიური გზა აირჩიოს“.
„ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ დიალოგში", - განაცხადა ჯონსონმა.
ჯონსონმა ასევე თქვა, რომ უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების დაგროვება, შესაძლოა, ყველაზე დიდი მტრული აქტია „უკრაინის მიმართ“. მისი თქმით, ნებისმიერ კონფლიქტს ძვირი საფასური მოჰყვება.
„უკრაინის არმია იბრძოლებს. ისინი გაუწევენ ძალიან, ძალიან სასტიკ და სისხლიან წინააღმდეგობას და ვფიქრობ, რომ მშობლებმა, დედებმა რუსეთში უნდა უნდა იფიქრონ ამ ფაქტზე", - განაცხადა ჯონსონმა.