საქართველოში კოვიდინფიცირების 26 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 26 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 555 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა. 44 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის 1 226 444 შემთხვევაა აღრიცხული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 030 065, გარდაიცვალა 15 060 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 31.09%, ბოლო 14 დღის - 23.40%, ხოლო 7 დღის - 26.38%.