საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული თანხმობის პროცესზე ევროპარლამენტარ სვენ მიქსერთან შეხვედრაზე ისაუბრა.
„ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს ეროვნული თანხმობის პროცესზე ვესაუბრე. მიხარია, რომ ვხედავ ჩვენი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერასა და ინტერესს ამ პლატფორმის მიმართ, ჩვენს საზოგადოებაში პოლარიზაციის დასაძლევისათვის დიალოგის მხარდაჭერად“, - აღნიშნულია პრეზიდენტის Twitter პოსტში.