საფრანგეთის საპრეზიდენტო სასახლემ დღეს განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 17 დეკემბერს, კორონავირუსზე დადებითი შედეგი მიიღო. მაკრონი მსოფლიოს ბოლო ლიდერია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კოვიდით ოქტომბერში დაინფიცირდა. თეთრი სახლის კრიტიკოსების თქმით, პრეზიდენტი ტრამპი წესებს არ იცავდა სათანადოდ და ხალშიც ნიღბის გარეშე, ხშირად გამოჩენილა. დონალდ ტრამპმა იზოლაციაში სულ რამდენიმე დღე დაჰყო და მალევე განაცხადა, რომ ის სავსებით ჯანმრთელი იყო, იზოლაციიდან პირველ სახალხო გამოსვლაში მან განაცხადა, რომ ამერიკელმა ექიმებმა მას ისეთი პრეპარატი შეუყვანეს, რომ ის თავს „სუპერ გმირივით“ გრძნობდა.
ბევრი მსოფლიო ლიდერისგან განსხვავებით, ბრიტანეთის პრემიერის კორონავირუსზე მკურნალობამ არც ისე მარტივად ჩაიარა. ბორის ჯონსონი, კორონავირუსისთ მარტში დაინფიცირდა. ათდღიანი სიცხის შემდეგ, ჯონსონი საავამყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, რის შემდეგაც ის გაწერეს.
დონალდ ტრამპის მსგავსად, ბრაზილიის პრეზიდენტიც საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდა ვირუსს. ჟაირ ბოლსონარუ ვირუსით ივლისში დაინფიცირდა. მისი თქმით, Covid-19 სხვა არაფერია, ვიდრე „სავალალო გაციება“. მაშინაც კი, როდესაც ბრაზილიამ პანდემიისგან ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შედეგები მიიღო. პრეზიდენტი პოლიტიკურ მიტინგებში მონაწილეობდა და მის მხარდამჭერებს ნიღბის გარეშე ხვდებოდა.