ბოლო 24 საათში კოვიდნფიცირების 23 664 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 326 ადამიანი, 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 250 108-ს ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 038 391-მდე. სულ 15 102 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 77 584 კვლევა ტესტით, მათ შორის 47 972 კვლევა ანტიგენის ტესტით და 29 612 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.05%, ბოლო 14 დღის - 24.27%, ხოლო 7 დღის - 27.36%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 23 664 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია - 11 543, აჭარა - 2 334, იმერეთი - 3 413, ქვემო ქართლი - 1 296, შიდა ქართლი - 1 115, გურია - 537, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 554, კახეთი - 851, მცხეთა-მთიანეთი - 472, სამცხე-ჯავახეთი - 462, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 87.
აქტიური შემთხვევა - 196 589, საიდანაც: 5 723 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 375, აჭარაში - 786, იმერეთში - 1 167.
მძიმე პაციენტი - 1 139, მათ შორის, თბილისში - 451, აჭარაში - 144, იმერეთში - 350. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 262 ადამიანი, მათგან თბილისში - 145, აჭარაში - 46, იმერეთში - 23. 1 969 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 181 - თბილისში, 560 - აჭარაში.
188 897 ბინაზე მკურნალობს.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 36, ხოლო აჭარაში - ერთი.