მედიის ცნობით, პუტინი თურქეთს შესაძლოა, თებერვლის მეორე ნახევარში ეწვიოს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, თურქეთს თებერვლის მეორე ნახევარში ეწვიოს, იუწყება ტელეარხი A haber. მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიზიტი თურქეთში შესაძლებელია, პეკინის ოლიმპიადის გახსნის შემდეგ განხორციელდეს.

რუსეთის ლიდერის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი ისარგებლებს პრეზიდენტ თაიფ ერდოღანის მიწვევით, როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და განრიგი ამის საშუალებას მისცემს.